მთავარისიახლეებისაზოგადოება300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო - ვინ მიიღებს დახმარებას

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო – ვინ მიიღებს დახმარებას

Published on

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 300-ლარიანი დახმარება განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო პორტალზე – https://eservices.rs.ge.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ ორი დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო თავის მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ასევე სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციის ჩარიცხვას.

სიახლეები

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობა ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის...