მთავარისიახლეებიპოლიტიკამთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს...

მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში ჩვენი უწყვეტი ყურადღება და პოლიტიკური ვალდებულება

Published on

მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში ჩვენი უწყვეტი ყურადღება და პოლიტიკური ვალდებულება , – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან რეგიონში არსებულ გადაუჭრელ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ „ტრაგიკულ ადამიანურ დანაკარგზე“. შვედმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მთიან ყარაბაღში პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, იმედი გვაქვს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელს გახდის საკითხის მდგრად პოლიტიკურ გადაწყვეტას, რაც მომავალში მსგავსი ზიანის აცილებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ენ ლინდემ.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გახდეს იმის შემახსენებელი, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება.

შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ტირანადან დღეს გახსნა. ვირტუალური მინისტერიალი ორ დღეს გაგრძელდება.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...