მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას,...

ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას, მობილიზებული იყვნენ პარტიის კოორდინატორები – ISFED-ის ანგარიშიდან

Published on

სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე , – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა.

„არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები. ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით აქტივობის უზრუნველყოფაზე.

გარდა აღნიშნულისა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის პირობებშიც კი გამოავლინა ისეთი მძიმე დარღვევა, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი), ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ასეთი ფაქტების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.

შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ქონდა იგივე სახის დარღვევებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული, ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ.

დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირდა მრავალი დარღვევა, დარღვევათა შორის იხსენიება ზუგდიდში დაფიქსირებული ფაქტებიც:

პარტიის კოორდინატორები მობილიზებული იყვნენ  #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 და #26 საარჩევნო უბნებზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #73 და #106 საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, ხოლო კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას. – ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....