მთავარისიახლეებიპოლიტიკაე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დაკავებული ფურცხვანიძე გაათავისუფლეს - ბაჩალიაშვილის საქმე

ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დაკავებული ფურცხვანიძე გაათავისუფლეს – ბაჩალიაშვილის საქმე

Published on

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული ე.წ. სატელიტის ფოტოების საკითხზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

დავით ფურცხვანიძემ უკვე დატოვა საპატიმრო დაწესებულება – მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გახდა.

“ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძეს ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ  25 სექტემბერს დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

აქვე, საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს  ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის “შორს შეტოპვის” გამო მოიშორეს.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...