მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციის ფეხი პარლამენტში არ იქნება - ევროკავშირის ელჩთან ნათელაშვილის შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციის ფეხი პარლამენტში არ იქნება – ევროკავშირის ელჩთან ნათელაშვილის შეხვედრა დასრულდა

Published on

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ელჩს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

“ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი და რა თქმა უნდა, ჩვენც ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დავალების მიხედვით ვხელმძღვანელობთ… მთავრობა არ შეიძლება ივანიშვილმა შეადგინოს, ვინაიდან ის უარს აცადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არ შესვლა, რაც პარლამენტის დაშლას ნიშნავს. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას და მის ამუშავებას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მისთვის”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მისი განცხადებით, ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი იცის არა მხოლოდ ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა სამყარომ. მისი თქმით, ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და “მისი ფეხი, პარლამნეტში არ იქნება”.

ევროკავშირის ელჩთან, კარ ჰარცელთან შეხვედრას ამ წუთებში “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აგრძელებს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...