მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, ნებისმიერ შემთხვევაში, საპროტესტო აქცია იქნება, ოღონდ...

ზაალ უდუმაშვილი: სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, ნებისმიერ შემთხვევაში, საპროტესტო აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე შევთანმხდებით დღეს

Published on

ოპოზიცია ამ წუთებში “ლელოს” ოფისში შეხვედრას მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დღევანდელ 19 ნოემბერის შეხვედრაზე იმსჯელებს, რა ფორმით ჩატარდება შაბათს, არჩევნების მერე ტურის დღეს აქცია. მისივე თქმით, კლასიკური გაგებით სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

“დღეს ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად რა ფორმით ჩავატარებთ საპროტესტო აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე შევთანმხდებით დღეს. ბევრი ვერსიები იხილება, მათ შორის ჯაჭვიც, დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს. სირცხვლის დერეფანი, როგორც კლასიკური მოდელი სირცხვილის დერეფნის არ განიხილება, იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდიონთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...