მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმში 62 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში 62 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

Published on

ბათუმში 62 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმის გია კიკაბიძის თქმით, გარდაცვლილი დღეს უნდა გაწერილიყო სახლში.

“სამწუხაროდ მოხდა ასეთი ფაქტი, გამოგვაკლდა ძალიან კარგი ექიმი. ის ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში პირველი დღიდანვე იყო ჩართული. რვა დღეს განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა თერაპიულ ნაწილში, მისი მდგომარეობა იყო სავსებით სტაბილური. თვითონაც ექიმი იყო და აკონტროლებდა საკუთარ თავს. მკურნალობის კურსი თითქმის დამთავრებული ჰქონდა, ანალიზები ნორმაში ჰქონდა, მაგრამ გუშინ ღამით უეცრად დამძიმდა და გულის გაჩერება დაფიქსირდა. 62 წლის იყო, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არაეთიკურად მიმაჩნია”, — განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...