მთავარიUncategorizedმინსკში მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს, დაკავებულია 1100-ზე მეტი...

მინსკში მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს, დაკავებულია 1100-ზე მეტი პირი

Published on

მინსკში გამრთულ მორიგ მასობრივ გამოსვლებს ლუკაშენკოს სპეცრაზმა უმკაცრესად და მრისხანედ უპასუხა. ამჯერად პროტესტანტების დასაშლელად მათ ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, არიან დაშავებულებიც. 

აღსანიშნავია, რომ 12 ნოემბერს მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა ბელარუსის 31 წლის მოქალაქე რომან ბონდარენკო, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა.

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს.

ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...