მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფლებას არ დაგანებებთ!'' - დღეს ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდა

,,თავისუფლებას არ დაგანებებთ!” – დღეს ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდა

Published on

დღეს ბათუმში ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდა, გაყალბებული არჩევნები მოქალაქეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური კომისიის ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერმა მურმან დუმბაძემ მიმართა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.მან პარალელები გაავლო ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდთან და სამართალდამცველებს ჰკითხა, ახსოვთ თუ არა სად არის ახლა აბაშიძე, რომელიც თავის დროზე ხალხს უპირისპირდებოდა.

,,ვითომ არ გაყალბებულა,  კი ბატონო დავუჯეროთ, ვითომ კრიმინალს არ უმართია , დავიჯეროთ, მისი ოქმებითაც მილიონ 970 000 ამომრჩეველი მოვიდა და მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა ოპოზიცური გაერთიანებას.

​180 000 ადამიანი მოვიდა საარჩევნო ყუთთან რეგიონალური მასშტაბით და 100 000-მა უარი უთხრა ქართულ ოცნებას, თქვენ ხართ გამარჯვებული. ახლა ვეკითხები პოლიციას ვის იცავთ მთავრობას? – აგერ დგას მთავრობა.

80 000 ადამიანი მოვიდა ბათუმში საარჩევნო ყუთთან, 50 000 ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მხოლოდ 30 000 ქართულმა ოცნებამ, ვის იცავ ვის?

არ დაგანებებთ თავისუფლებს… არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხელისუფლებას არ მოეგო ზემო მთიან აჭარაში, არც კომუნისტების დროს და არც 90-იანი წლებიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება ზემო მთიანმა აჭარამ დაამარცხა, ჩემი ძვირფასო პოლიცია, თქვენ არჩევნებში წააგეთ ხულოში, შუახევში, ხეთაში, ვის იცავ ვის?! – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მურმან დუმბაძემ

შეგახსნებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიოციური პარტიის ლიდერები, მხადამჭერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას  8 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მართავენ.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...