მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი გახარიას ჩამაცვლებას გეგმავს. პრემიერის პოსტზე კანდიდატებად თეა წულუკიანი და ირაკლი...

ივანიშვილი გახარიას ჩამაცვლებას გეგმავს. პრემიერის პოსტზე კანდიდატებად თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე განიხილებიან

Published on

ინფორმირებული წყაროები მმართველი პარტიიდან ყვებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა გიორგი გახარიას საქმიანობით და მის ჩანაცვლებას გეგმავს. მთავრობის მეთაურის პოსტზე მთავარ კანდიდატებად თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე განიხილებიან. 

შესაძლო საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელის სახელი და გვარი დაიკავებს პრემიერის სავარძელს, რადგან ივანიშვილის მთავრობას არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაცია არ აქვს და ხალხის ნდობის მანდატით არც კობახიძე და წულუკიანი სარგებლობენ.

ოპონენტები ამბობენ, რომ წულუკიანის გაპრემიერებით, ივანიშვილი მას იმ წვლილს დაუფასებს, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ამომრჩეველთა ერთიანი სიებით, არჩევნების გაყალბებაში შეიტანა.

ოპოზიციის წევრები ასევე ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრის ცვლილებამდე, “ქართულმა ოცნებამ” ჯერ მთავრობის დაკომპლექტებაზე უნდა იზრუნოს, რაშიც ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს პარლამენტის შეკრების რესურსი.

.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...