მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

გიორგი გახარია: ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

Published on

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეების დავალებაა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი იპოვონ და დარწმუნებულია, რომ ამას ოპოზიციაც იაზრებს. ამ თემაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას, მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკევული დესტრუქციული ქმედებები და ნაბიჯები გაგრძელდება, თუმცა ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს და ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება”, – თქვა გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, 31 ოქტომბერს მოქალაქეებმა მანდატი 9 პარტიას მიანიჭეს და ეს მანდატი მოიაზრებს პასუხისმგებლობასაც. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად მდგრადი პოლიტიკური პროცესია საჭირო, რომ საქართველოს ევროპული გეგმა განხორციელდეს.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...