მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ! – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არცერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, მინდა ვიყო თავისუფალო ქვეყნის თავისუფალი შვილი, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი. “ჩემთვის ეს არის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, საქართველო იყოს თავისუფალი. გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ. სამშობლო თუ არ გაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არავინ ხარ. აქ ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მომავალში ყველა კენჭისყრა უნდა იყოს ელექტრონული, ყველა ემიგრანტსა და ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს საშუალება ელექტრონულად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დამთავრდა ქაღალდების თვლა და ბიულეტენები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...