მთავარისიახლეებისამართალიასეთი ადამიანები არ ჭირდება ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით -...

ასეთი ადამიანები არ ჭირდება ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით – ანზორ მელია

Published on

“ჩემთვის ეს განსაკუთრებით მძიმეა, იმიტომ რომ მშობელი ვარ. – აცხადებს ანზორ მელია . საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ამ წუთებში განიხილება გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვის მოთხოვნით

,,- ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის, კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც ხუთი თვეა არ მინახავს და იმ დღეს ვნახე, არჩევნების დღეს, შტაბში. თქვენც იქ იყავით და ხედავდით რა უპირატესობით უგებდა სხვებს, მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი, შეუძლებელია, მშვიდად უყურო ამ ყველაფერს, როცა შენი შვილია. 

ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, რატომ ჩემი შვილი, მაგრამ თუ არა მან, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც აკეთებს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი ნიკამ არ იცოდა ბავშვობაში. ტყუილს არავის პატიობდა, იქვე აწესრიგებდა ყველაფერს. ლიდერი იყო, არ უნდა ასეთი ადამიანები ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით. 

გამოიაროს კობახიძემ და ნახოს, როგორ სძულს ხალხს ექიმები, კლინიკები, წამლებს რამხელა ფასები აქვს და ვერ ვყიდულობთ, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი. 

გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ, ერთი და იგივე საქმეზე ხო არ შეიძლება, ორჯერ გადაიხადო გირაო, მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერ ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე. ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების წინააღმდეგ ირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს, ტაშით ივანიშვილი მას არ დააჯილოებს, ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ. 

ეხლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის ვიდრე გარეთ, დაიჭერენ” – ვარაუდობს ანზორ მელია 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...