მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მხდალი ხელისუფლება ვერ მოერევა უშიშარ ქართველ ამომრჩეველს!'' - ოპოზიციის ლიდერები

,,მხდალი ხელისუფლება ვერ მოერევა უშიშარ ქართველ ამომრჩეველს!” – ოპოზიციის ლიდერები

Published on

დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი: “ხელისუფალი, რომელიც იტაცებს არჩევნებს, ის ხელისუფალი ამ ქვეყანაში ვეღარ ხელისუფლობს. არის პერიოდები, როდესაც ჩვეულებრივ, ათწლეულში ერთხელ განსაკუთრებით უხამსი ქმედებები ხელისუფლებისა ჩვენი ამომრჩევლის მიერ, საზოგადოების მიერ არის დასჯილი. ამ პანდემიაში ორ მილიონამდე ჩვენმა ამომრჩეველმა დისტანციის დაცვით, ჩვენმა ემიგრანტებმა, ასობით კილომეტრი რომ გაიარეს, ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ამ ხელისუფლებას უთანასწორო ბრძოლაში უთხრეს – არა. ჩვენ დავამარცხეთ ეს ხელისუფლება და ხელისუფლებამ დაგვიპირა არჩევნების წაგლეჯა. ეს არის მიუღებელი. ამას ჩვენ არ შევეგუებით, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც 2003-ში, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც ბათუმში 2004-ში, ამას არ შეეგუება საქართველო. ვერც ერთი ხელისუფალი, რომელიც არჩევნებს წააგებს, ასობით ათასი ხმით წააგებს და დააპირებს ამ არჩევნებში დამარცხების გამარჯვებად გამოცხადებას, ეს ხელისუფალი ვერ დარჩება. იმიტომ, რომ მხდალი ხელისუფლება, კორონა მოშიში ივანიშვილი როგორ მოერევა უშიშარ ქართველ ამომრჩეველს, ამიტომ,, 4 საათზე. ისევ იქ ვართ, ამ ათეული წლების განმავლობაში. უნდა დავამთავროთ ეს პოსტსაბჭოურობა, უნდა დავამთავროთ არჩევნების პოსტსაარჩევნო პერიოდის დაცვა, მაგრამ გვაიძულებს, გვერეკება ქუჩაში და ქუჩით დავიცავთ ჩვენ ჩვენი არჩევანის შედეგს. ახალი არჩევნები, სადაც ივანიშვილის პარტია საერთოდ ვეღარ იქნება კონკურენტუნარიანი.

ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი: მოკლედ ვიტყვი: ან ომში ვართ და ვიბრძვით, ან ვაბარებთ ქვეყანას. ან ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას, ან არაფერი გვესაქმება საჯარო პოლიტიკაში. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და მოპარული… სამშობლო მანდატზე მეტია… 4 საათზე რუსთაველზე..!

ნინო გოგუაძე,ევროპული საქართველოს წევრი: ,ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას. ერთმნიშვნელოვნად არ ასახავდა. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ არჩევნებს არალეგიტიმურად ვაცხადებთ. ხვალ უკვე მიტინგი გამოცხადებულია და სამოქმედო გეგმასაც მოგახსენებთ ხვალ. მაგრამ, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და არა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. 

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისგან ნამდვილად იყო მოსალოდნელი, რომ რაღაც მას ექნებოდა და ის ასე მარტივად არ დათმობდა ამ ხელისუფლებას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასე უხეშად გაყალბება, ასეთი უხეში მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, ხმების მანიპულაციით, ასეთი უხეში მოქმედებები, თითქოს იყო მოულოდნელი იმიტომ, რომ თუნდაც, ძალიან დიდი დაკვირვებით აკვირდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მე მაინც მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეყოფოდა გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი და ასეთ უხეშ მეთოდებზე არ წავიდოდა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...