მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი გვპარავს თავისუფალ არჩევანს, ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ არ შევეგუებით -...

ივანიშვილი გვპარავს თავისუფალ არჩევანს, ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ არ შევეგუებით – ხოშტარია

Published on

“გაერთიანებული ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ საზოგადოებას სამართლიანი სასამართლო წაართვა, რამაც ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, გიორგი რურუა და სხვა უამრავი პოლიტპატიმარი დააზიანა.

“მოგვპარა მართლმსაჯულების სისტემა, ღირსეული პოლიციელები, მოგვპარა პრეზიდენტის ინსტიტუტი და ახლა გვპარავს თავისუფალ არჩევანს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, 2020 წლის არჩევნებზე ქართველმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი არ აირჩია. თუმცა, ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ამომრჩევლის მოსყიდვით, დაშინებითა და საზოგადოებაში უიმედობის დათესვით აპირებს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია “ქვეყნის და თავისუფლების ქურდობას” არ შეეგუება და საკუთარი ხმების დაცვას გააგრძელებს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...