მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა პროცედურულ...

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა

Published on

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.

„საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებულიწესების დარღვევა და სხვა“, – განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცესკოს სპიკერმა განმარტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი სჭირდება.

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავითავისოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად 5-7 საათია საჭირო, მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული. ჩვენ თუ შევხედავთ ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ, რომ მათაც გარკვეული დრო დასჭირდათ ეგზიტპოლის კითხვარების დასამუშავებლად. ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი – 5 საათის. საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალურად უნდა იყოს თქვენთვის და საზოგადოებისთვის მონაცემები წარმოდგენილი“, – განაცხადა მიქელაძემ

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...