მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაცმოძრაობის ტაშფანდურას არ დავუშვებთ'' - ქართული მარშმა ავტოკოლონას რუსთავი-თბილისის გზა გადაუკეტა

,,ნაცმოძრაობის ტაშფანდურას არ დავუშვებთ” – ქართული მარშმა ავტოკოლონას რუსთავი-თბილისის გზა გადაუკეტა

Published on

რუსთავი-თბილისის გზაზე ჰომოფობიური, ძალადობრივი დაჯგუფება “ქართული მარში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს თბილისისკენ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

ადგილზე მარშის მხარდამჭერებთან ერთად ლიდერები ირაკლი შიხიაშვილი და სანდრო ბრეგაძე იმყოფებიან. მათ მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკეტეს.”პროვოკაცია, რომელიც მოგვიწყეს ეს კარგად ვიცით უკვე და ქართული ოცნებაც აანონსებს, ეგ ბლუები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ არსებობს სათადარიგო შტაბი ვანო მერაბიშვილი და აქვთ მიზნად, რომ მოაწყონ პროვოკაციები წინასაარჩევნოდ და ამოგვარჩიეს ჩვენ. ნაციონალურ მოძრაობას აქედან არ გავატარებთ”, – ამბობს ირაკლი შიხიაშვილი.

სანდრო ბრეგვაძე ამტკიცებს, რომ “ვანო მერაბიშვილის ზონდერები” თავს დაესხნენ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, რომელიც ამ დრომდე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის გახსნას ვერ ახერხებს.

“არა ბიძინა ივანიშვილს” – დღეს “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია” თბილისში, 18:00 საათზე შემაჯამებელ აქციას მართავს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....