მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძის მუქარა, რომ პოლიტიკიდან წავა და ნიკა მელიას პასუხი: ,,არ წახვიდე,...

ირაკლი კობახიძის მუქარა, რომ პოლიტიკიდან წავა და ნიკა მელიას პასუხი: ,,არ წახვიდე, არ დამტოვო”

Published on

“არ წახვიდე, არ დამტოვო…” — ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან წავა, თუ გლდანში, სამგორში ან თელავში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გაიმარჯვებს.

პოსტი მელიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სწორედ ის არის ოპოზიციის კანდიდატი გლდანში, ქართული ოცნებიდან კი მისი კონკურენტი ლევან კობიაშვილია.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატი, გლდანის, სამგორისა და თელავის ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებს, იგი პოლიტიკიდან წავა. თუ საწინააღმდეგო მოხდება და სამივეში მოიგებენ, კობახიძე მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ პოლიტიკიდან და მედიიდან წავიდეს.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...