მთავარისიახლეებიმსოფლიოილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ...

ილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ

Published on

თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს არის სამამულო ომი.

„ჩვენ ვათავისუფლებთ მიწებს დამპყრობლებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- აღნიშნა ალეივმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

ალიევის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, ბარდაში თავდასხმის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

„მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მესამედ გამოცხადდა და შეთანხმდა მისივე თხოვნით“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ალიევის თქმით, ისინი მონსტრებს ებრძვიან.

„მთელ პლანეტას, მთელ მაჰმადიანურ სამყაროს შეუძლია დაინახოს, თუ რა სახის მონსტრებს ვებრძვით. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს ”, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...