მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არჩევნების დღეს გავრცელდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით'' - აი, თურმე რატომ...

,,არჩევნების დღეს გავრცელდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით” – აი, თურმე რატომ დარბოდა გომელაური ბათუმში… ,,აჩოტი” კობახიძემ ჩაგვაბარა

Published on

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, არჩევნების დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება იგეგმება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.

კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა და მისი მტკიცებით, არჩევნების დღეს ოპოზიციის “დესტრუქციული” გეგმები ამხილა.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...