მთავარისიახლეებიპოლიტიკამომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს- IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით...

მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს- IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე

Published on

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 23%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 18%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
  • ევროპული საქართველო – 4%
  • ლელო – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • გირჩი – 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%
  • ერთიანი საქართველო – 1% 
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 1% 
  • არ ვიცი / უარი პასუხზე – 41% 

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით:

(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) 

  • ქართული ოცნება – 40%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
  • ევროპული საქართველო – 7%
  • ლელო – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • გირჩი – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია  ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...