მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ აგონიაში მყოფ ხელისუფლებას საშუალება,...

გრიგოლ ვაშაძე: ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ აგონიაში მყოფ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს

Published on

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გახარიას მთავრობამ სტრატეგია შეცვალოს და ხელისუფლებაში ივანიშვილის დატოვების წინასწარ მომზადებული გეგმა აამოქმედოს.

“ოცნებამ” მმართველობის მერვე წელს ისევ ნაცად ტრიუკს მიმართა და ამომრჩეველს დესტაბილიზაცია დაუანონსა. მუქარის შინაარსი უცვლელია – ოპოზიცია გეგმავს ქვეყანაში რევოლუციური სცენარი განავითაროს 

მეტი დამაჯერებლობისთვის კობახიძემ ჩვეული ტერმინები გამოიყენა და ოპოზიცია კრიმინალებად და რადიკალებად მოიხსენია.

აგონიაში მყოფი მმართველი გუნდის ბოლო გზავნილები და კობახიძის მორიგი სიბეცე – ასეთი შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაანონსებულ გადატრიალებას.  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არეულობისთვის არ ემზადება.

ჩვენი პარტიების წევრებს და მხარდამჭერებს- ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერი დარწმუნებულია, რომ ორ ნოემბერს პრემიერ მინისტრი პანდემიას მოიმიზეზებს, ამ მოტივით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ამით მაქსიმალურად შეზღუდავს მეორე ტურების წინ წინასაარჩევნო კამპანიებს და შესაძლოა თვეობითაც გაახანგრძლივოს ძველი პარლამენტის უფლებამოსილება. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...