მთავარისიახლეებისაზოგადოებასალომე ზურაბიშვილი: "მე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა...

სალომე ზურაბიშვილი: “მე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია”

Published on

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა მისთვის უდიდესი და ამავდროულად, უმძიმესი პასუხისმგებლობაა. ზურაბიშვილის თქმით, განსაკუთრებით მაშინ, როცა აფაზური ენა იუნესკოს თანახმად, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შეტანილი.

“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და მისი კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია. არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე”, — აცხადებს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გამოიხატება. მისივე თმით ზრუნვის ეს ფორმებია:

  • საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსიის გამოცემა:
  • ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსება;
  • ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზისთვის, ამრას (აფხაზურად მზე) სახელის დარქმევა.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტის განცხადებით, თუ მომავალზე გვაქვს სწორება, უნდა ვიზრუნოთ აფხაზურენოვანი ინტერნეტ სივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე, რადგან, მისივე თქმით, თანამედროვე ენათმეცნიერება ამას სასიცოცხლოდ მოითხოვს.”

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...