საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვიზიტის შემდეგ იგი ზუგდიდში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს მალხაზ თორიას ორი საათის განმავლობაში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრას ძალივანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახარიამ მედიასთან მხოლოდ ის დაადასტურა,რომ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა და სხვა შეკითხვებს არ უპასუხა.”ფოთში შევხვდებით უთხრა მან ჟურნალისტებს”. დღეს ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნება. აკადემია 1000 სტუდენტზეა გათვლილი. სასწავლებლის სამშენებლო ნაწილის ღირებულება 5 876 164 ლარია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში შეხვედრის დეტალებზე კითხვები უპასუხოდ დატოვა
Published on