მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ,,პოლიციის მიმართ ამორალური დარტყმები მიმდინარეობს. ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა"

გიორგი გახარია: ,,პოლიციის მიმართ ამორალური დარტყმები მიმდინარეობს. ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა”

Published on

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში მედიასთან ბანკზე თავდასხმის საკითხთან დაკავშირებული სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ არჩევნებამდე 3 დღით ადრე “ამორალური დარტყმები მიმდინარეობს”.

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციის კომენტირებისას პასუხისმგებლობა ისევ მედიას დააკისრა.

გახარია ისევ იმეორებს რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა.

მისივე თქმით, ოპოზიცია და “ზოგიერთი ტელევიზია” მუშაობდა იმისთვის, რომ სპეცოპერაციისთვის ხელი შეეშალა – ეს იყო ქმედება, რომელმაც ობიექტურად აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ ქმედებას ხელი შეუშალა – ამბობს გახარიაროდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური.

საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. შსს-მ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს“ ამბობს გიორგი გახარია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...