მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს ზონდერ-რეჟიმი უნდა წავიდეს" - სოსო ჯაჭვლიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა

“ეს ზონდერ-რეჟიმი უნდა წავიდეს” – სოსო ჯაჭვლიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა

Published on

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ჯაჭვლიანიც თქმით, ის ვერ იქნება ზონდერ ბრიგადის წევრი.მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ჩამოყალიბდა „ზონდერ ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“. მისივე თქმით, ამის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ არეშიძემ მას ფედერაციიდან წასვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შავი პიარის აგორებით დაემუქრა.როგორც სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, ის კახა კალაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. ჯაჭვლიანი მისი ოჯახის მიმართ მუქარაზეც საუბრობს.სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესების სათავეში კახა კალაძე დგას.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...