მთავარისიახლეებიპოლიტიკაბანკზე თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუაა

ბანკზე თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუაა

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. მისი დაკავებისთვის სოფელ გრიგოლიშში ჩატარებული სპეცოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა – ალყაში მოქცეული ბადრი ესებუა გაექცათ.

ნიკა გვარამიამ ამის შესახებ “მთავრი არხის” სპეციალურ გამოშვებაში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.

,,ესებუას ტელეფონი ჩაირთო დღეს და ადგილზე, სენაკში პელინგის განყოფილება იყო და სპეცები, გადაიჭირეს ამ ტელეფონის ჩართვა – ტყეში შევიდნენ სპეცები, წინ პილინგის ჯგუფი შევიდა, სპეცები ტყეში განლაგდნენ  და შემოარტყეს ალყა და ოპერაცია ვერ ჩატარდა, მძევალი გაიქცა. ჩვენ გვაქვს ინფორმატორის სახელი და გვარიც, ვისგანაც გავიდა ინფორმაცია, რომელიც “ტყის ძმებიდან” არის, მაგრამ ახლა არ ვაპირებთ გამხელას – გადაადგილება მან (მძარცველმა) შენიშნა ბოლოს, ხალხის – ალყაში და ტელეფონი საერთოდ დაშალა და შესაბამისად პელინგის ჯგუფმა დაკარგა სიგნალი და სპეცების მუშაობამაც აზრი დაკარგა, – ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, სენაკის მეორე ბატალიონში თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან ერთად მუშაობს “ვითომ მძევალი” დავით ხვიბლიანი. 

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდის ყაჩაღობის მთავარ დამნაშავეს, ლიკვიდაცია არ ამექრებოდეს. ჟურნალისტმა ამის შესახებ ნიკა გვარამიას სპეციალურ ეთერში თქვა. 

“მე არ გამოვრიცავ რომ მოხდეს ნამდვილი დამნაშავის ლიკვიდაციაც იმიტომ, რომ  მან არ ილაპარაკოს. ეს არ არის ჩვეულებრივი სკანდალი. ხვლიბლიანი? – ახლა რეალურად აქ არავინ არ არის, უსაფრთხოდ, მაგრამ ახლა ორ ადმიანს, ორ გვამს ამ არჩევნების წინ არ აიკიდებენ” – ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. 

ელისო კილაძე ასევე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში, შეყვანილია დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმები. ჟურნალისტის თქმით, აყვანის სპეცოპერაცია იყო სპონტანურად იყო დაგეგმილი. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...