მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

Published on

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც “ოდიშინიუსისთვის” გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა 1000 ლარამდე თანხა წაიღეს. ბოროტმოქმედები მიიმალნენ, მანქანა კი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცავებმა დღეს დილით სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია, როგორ და რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა და ასევე ისიც, თუ რამდენი ადამიანი იყო თავდამსხმელი და რა ტიპის იარაღით იყვნენ ისინი. ამ დრომდე დამნაშავეები არ დაუკავებიათ.

შსს ს ინფორმაციით, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

სიახლეები

აშშ 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია

პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, -...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართება

სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას,...

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

"ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე"...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...