ელისო კილაძე: მძარცველი იდენტიფიცირებულია, მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია

0
609

“ქრონიკა +”- ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა, რომ სენაკის ბაზის 2 ჯარისკაცი, შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ძარცვასთან. მისი თქმით, ამ საქმეში ჯარისკაცების ფიგურანტობა სამხედრო დანაშაულის უმძიმესი პრეცენდენტია და თავდაცვის უწყებამ განმარტებები უნდა გააკეთოს, ხოლო მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც რუკების ჩამოტანითაა დაკავებული, თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ჯარს ვერ აკონტროლებს.

“მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო ხვიბლიანი გახლავთ ჯარისკაცი სენაკის ბაზიდან, მე მივიღე ინფორმაცია, რომ მძარცველი არის მისი ნათესავი, რომ ხვიბლიანმა დაკითხვაზე რაღაცები მოყვა, მძარცველიც იდენტიფიცირებულია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, რადგან მას ვერ “გაუიასნეს” რუსეთის ტერიტორიზე ან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი იმიტომ, რომ აფხაზებმა გააკეთეს განცხადება იმაზე, რომ გადმოსცემენ ქართულ მხარეს, თუ ის საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში აღმოჩნდება”, – ამბობს ელისო კილაძე.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებას ჯარისკაცები ავღანეთის მისიაში ჰყავს გაგზავნილი და არჩევნებში მათი ხმების გაყალბებითაც გეგმავს. ამავდროულად, “ურჩი” სამხედროების ოჯახებში სამხედრო პოლიცია მუქარისა და შანტაჟის შემცველი წინადადებებით რეკავს.

წინა სტატიაზურაბიშვილის ,,თავანკარა” ქართული თუ ,,გუგლის” ყოვლად გაუგებარი თარგმანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,მე მინდა, რომ საქართველო იყოს მსოფლიოში საუკეთესო, ამ გაგებით მე ვარ ძალიან ამბიციური”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური