მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო. მისი ერთ ერთი თანამზრახველი მოქმედი სამხედრო...

თავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო. მისი ერთ ერთი თანამზრახველი მოქმედი სამხედრო პირია – ,,მთავარი არხის” წყაროს ინფორმაცია

Published on

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია.

ასევე “მთავარი არხის” ინფორმაციით, გამტაცებელმა არა ნახევარი მილიონი, არამედ 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.

“მთავარის” ინფორმაციით, ამ დროისათვის ის უკვე კოდორის ხეობაშია, მას კავშირი აქვს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ქვეყნის დატოვებას.

დამატებით ინფორმაციას შსს ამ დრომდე არ ავრცელებს. უწყებამ ბოლო ოფიციალური განცხადება 10 საათის წინ გაავრცელა.

ქართველი სამხედროები კი იმ შეცდომებზე საუბრობენ, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ სპეცოპერაციისას დაუშვა. მათივე შეფასებით, თავდამსხმელი რომელმაც 43 მძევალი აიყვანა, კარგად ორგანიზებული იყო და მოქმედებდა დაგეგმილად.

სამხედროები ამბობენ, რომ საკითხავია, რატომ არ ჰქონდა ჯიპიეს სისტემა იმ ავტომანქანას, რომლითაც გამტაცებელმა 4 მძევალთან ერთად ბანკი დატოვა და ფული წაიღო. შეგახსენებთ, რომ ამ დროს მასთან ერთად სამხარეოს უფროსი, გალდავაც იყო, რომელმაც გამტაცებელს სავარაუდოდ ფული გადასცა და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც  გუშინდელი სპეცოპერაციის მსვლელობის დროს ხდებოდა და “მთავარმა არხმა ” ეთერში შეგნებულად არ გაუშვა

ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ ზარის და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, ნიკა გვარამიას კიდევ ერთი უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად მყოფი ადამიანები ამოიცნო. მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, მძევლებს შორის, იმყოფებოდა ორი მოქმედი სამხედრო პირი.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ, 112-ში შეტყობინება დატოვა, ხოლო პოლიციის თხოვნით ამ ფაქტის გასაჯაროებისგან დროებით თავი შეიკავა

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...