მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ბანკის შენობა გათავისუფლებული მძევლების დიდმა ჯგუფმა დატოვა

ზუგდიდის ბანკის შენობა გათავისუფლებული მძევლების დიდმა ჯგუფმა დატოვა

Published on

ზუგდიდის ბანკის შენობა გათავისუფლებული მძევლების დიდმა ჯგუფმა დატოვა. არსებული მონაცემებით, ამ თავდამსხმელის ტყვეობაში სავარაუოდ 2 მძევალი რჩებოდა, მაგრამ ბოლო წუთებში გაირკვა, რომ გათავისუფლებულია ყველა. არ არის ცნობილი, როგორ მოხდა ეს გათავისუფლება – თავდამსხმელის პირადი გადაწყვეტილებით თუ მოლაპარაკებების შედეგად.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, თავდასმსხმელი უკვე დაკავებულია და იგი ნებით ჩაბარდა სამართალდამცავებს. არიან თვითმხილველები, რომელნიც ამბობენ რომ დაინახეს, როგორ გამოვიდა შენობიდან ხელაწეული პირი პოლიციელთა თანხლებით

ამ წუთებში ერთერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც მძარცველის მოთხოვნით ფეისბუქ კომუნიკაციას აწარმოებდა გარესამყაროსთან, თავის ფეისბუგვერდზე დაწერა, რომ მძარცველს ფული გადასცეს, რის შედეგადაც იგი დათანხმდა მძევლების გათავისუფლებას. კვარაცხელია სხვებთან ერთად გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

რაც შეეხება მძარცველს, ვრცელდება ვერსაია, რომ იგი ფულიანად, მისთვის მიყვანილი ავტომანქანით, რომელშიც ჩაისვა სამი ადამიანი, ორი მძევალი და სამართალდამცავი, სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა, ახლა მის მიერ მითითებული ადგილისკენ მიემართება. სხვა ვერსიით მძარცველი დაკავებულია და პოლიციის სამმართველოში გადაყვანილი.

ყველა ვერსია, რომელიც ვრცელდება, არაოფიციალურია და ურთიერთგამომრიცხავი, ყოველ შემთხვევაში, არავინ სცემს პასუხს კითხვაზე: თუ ნებით ჩაბარდა, რა აზრი ჰქონდა მისგან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ფულის მოთხოვნას ბოლო წუთებშიც კი, და თუ მიუტანეს, წესით იგი უკვე მისთვის უსაფრთხო ადგილისკენ უნდა მიემართებოდეს. რა ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლების მხრიდან, თუკი მძარცველს მიეცა შენობის დატოვების საშუალება, უცნობია.

მოსალოდნელია, რომ ოფიციალური განცხადება სპეცოპერაციის შედეგების შესახებ უახლოეს ხანებში გაკეთდება

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...