მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში კორონავირუსი 66 პირს დაუდგინდა, მათგან 38 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა

სამეგრელოში კორონავირუსი 66 პირს დაუდგინდა, მათგან 38 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა

Published on

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია. აქედან 38 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 17 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 21 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან. 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 5 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ასევე 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში, ოკუპირებულ აფხაზეთს კი უკავშირდება 7 შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდანაა, 3 ხობელია და 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 197 ადამიანი. გვაქვს გარდაცვალების ერთი ფაქტი, გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, ოქროს ბირჟის კლასტერი. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში. მას თანმდევუი დაავადებები ქონდა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...