მთავარიUncategorizedრატომ დაიწყო ხელისუფლებამ მძევლების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით? - რეალური ყაჩაღობა თუ...

რატომ დაიწყო ხელისუფლებამ მძევლების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით? – რეალური ყაჩაღობა თუ დადგმული სპექტაკლი?

Published on

ზუგდიდის თავზე ვერტმფრენი დაფრინავს, რაიმე სიახლე მძევალთა განთავისუფლების საქმეში არ არის და როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამაზე მეტად მძევალთა პოლიტიკური შეხედულებები აინტერესებს

რანდენიმე საათის წინ მძარცველი მძევლის საშუალებით TV პირველს, ფორმულასა და მთავარ არხს დაუკავშირდა, თუმცა პროსახელისუფლებო მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ ,,მთავარ არხზე” და მძევლების დაყოფას პოლიტიკური ნიშნებით იწყებენ. საუბარია ერთერთ მძევალზე ირაკლი კვარაცხელიაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში მსახურობდა სხვადასხვა უწყებებში

ხელისუფლებისა და მისი მედიიის ამ განცხადებებში იკვეთება ნიშნები იმისა, რომ არის მცდელობა ეს საქმე ნებისმიერი ფორმით დაუკავშირდეს ნაციონალურ მოძრაობას, რაც მოსახლეობაში აღძრავს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ნებისმიერი გამოსავლის შემთხვევაში ეს ფაქტი შეიძლება სათავისოდ, პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ და დამოუკიდებელი მედიის თუნდაც მოკლევადიანი შეზღუდვისათვის გამოიყენოს .

თუ ყველაფერი სასიკეთოდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, გახარია მისი ჭკუით ,,ძლიერი” მინისტრის სახელს გაიმყარებს, მაგრამ სინამდვილეში დაწყებული პოლიტიკური მანიპულირებებით მთელ ამ ამბავს ხელიუფლების მიერვე დადგმულის ელფერი ენიჭება მოსახლეობის თვალში და ეს გადაიყოლებს გახარიას ავტორიტეტს მხარდამჭერთა თვალშიც კი – რა შუაშია მძევალ ირაკლი კვარაცხელიას პოლიტიკური შეხედულებები, რა შუაშია დამოუკიდებელი მედია, კერძოდ მთავარი არხი, რომელმაც ეთერში გაიყვანა მძევალი, რომელმაც კბილებამდე შეიარაღებული თავდასხმსხმელის მოთხოვნით გააჟღერა მისი მოთხოვნები?

მოსახლეობაში სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური სპეკულაციები აღძრავს კითხვებს, ხომ არ აწყობდა ეს ყველაფერი ხელისუფლებას , რომელიც შიშით ატანილი ელოდა ზუგდიდში დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას, რომელიც ბუნებრივია განსაკუთრებით ხალხმრავალი იქნებოდა.

შეგახსენებთ, ბანკში ამჟამად 19 მძევალია. თავდამსხმელი კი ნახევარ მილიონსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...