დაუპიპინე ბიძინას! არ დააძინო ბიძინა!

0
276

 ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან “ევროპული საქართველოს” შემაჯამებელი ავტომარში სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ავტოკოლონები შეუერთდნენ, რომლებიც ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.

პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელი აქცია საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ პროტესტია.

შეგახსენებთ, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში “ევროპული საქართველოს” ავტომარში სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” გაიმართა.

წინა სტატია,,სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში“- აცხადებს შსს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: ,,მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური