გიგა ბოკერიამ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები, იგი ოჯახითურთ ,,ეროპული საქართველოს” ყველაზე მსხვილი შემწირველია

0
421

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს.

კვლევის მიხედვით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია, (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე– 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.

“პარტიის 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი. 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.  გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები. კერძოდ, მან არ მიუთითა ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის წილები ორ კომპანიაში: Tabula Advertising და შპს ტაბულა მედია.

როგორც TI-ში ამბობენ, გიგა ბოკერია თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ ჯამში თამარ ჩერგოლეიშვილი 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთლიანობაში, გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა პარტიას 134 705 ლარი შესწირეს. პირადად ბოკერიამ ევროპულ საქართველოს 2017-20 წლებში 68 225 შესწირა.

2015 წელს მან 4 996 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას. თამარ ჩერგოლეიშვილმა 2017-2020 წლებში 40 480 ლარი შესწირა ევროპულ საქართველოს. TI-ში აღნიშნავენ, რომ ჩერგოლეიშვილის ბიზნესპარტნიორებმა — ანასტასია ბენდუქიძემ (ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა) და გიორგი ფრუიძემ (ტაბულა მედია) — ევროპულ საქართველოს 2018 წელს 11 000 და 15 000 ლარი შესწირეს.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჟურნალმა ტაბულამ 2012 წელს 64 494 ლარის ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვა მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან. ამ კომპანიის გავლით თამარ ჩერგოლეიშვილი ასევე დაკავშირებულია ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ოთარ კახიძესთან.

წინა სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბი საარჩევნოდ ხელისუფლებას კონსპირაციული შტაბის შექმნაში ადანაშაულებს [Video]
შემდეგი სტატია16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, ქვეყანაში ჯამში 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური