მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას თხოვს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას თხოვს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს. მიმართვის წერილი აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 12 ოქტომბერს გაუგზავნა.

გარდა ჰოსპიტალის მოწყობისა, ოკუპირებული აფხაზეთი მედიკოსების, სპეციალური აღჭურვილობისა და აუცილებელი მედიკამენტების გაგზავნას ითხოვს. როგორც გამოცემა აფსნიპრესი წერს ,,დახმარების თხოვნა რეგიონში ეპიდსიტუაციის მკვეთრ გაუარესებას უკავშირდება”.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. უწყებები ყოველდღიურად კორონავირუსის ათეულობით ახალ შემთხვევაზე საუბრობენ. თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ამასთან, ცნობილია, რომ აფხაზეთიდან კოვიდპაციენტები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...