მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მათი დამარცხება ავადმყოფობის, სიღარიბის დამარცხება და საქართველოს გამარჯვებაა " - მიხეილ...

,,მათი დამარცხება ავადმყოფობის, სიღარიბის დამარცხება და საქართველოს გამარჯვებაა ” – მიხეილ სააკაშვილი შიდა ქართლის მოსახლეობასთან ენმ – ის შეხვედრებში სკაიპით ჩაერთო

Published on

“შემოიარე საქართველო” – კამპანიის ფარგლებში  ოპოზიციური პარტიის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდა ქართლის მოსახლეობას ხვდებიან. ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი და ნუგზარ წიკლაური, პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად გორში და კასპში ჩავიდნენ. 

ლიდერები ამომრჩევლის პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივების მთავარი საწუხარი  ნეპოტიზმი, ინფრატრუქტურული პრობლემები და გაზრდილი კრიმინალია, გაჭირვებასთან ერთად. 

მოსახლეობას სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც და თქვა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, ელოდება, როდის ჩამოვა, რათა ქვეყნის აღმშენებლობას დაიწყოს – “მათი დამარცხება უპერსპექტივობის დამარცხებაა, მათი დამარცხება – ავადმყოფობის, სიღარიბის დამარცხება და საქართველოს გამარჯვებაა “, – თქვა სააკაშვილმა “ოცნებაზე”. 

ოპოზიციონერი ლიდერები ასეთ შეხვედრას ამ წუთებში კასპში მართავენ და გეგმავენ მოსახლეობას კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდნენ. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...