მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპის ქვეყნებში შეზღუდვები ბრუნდება - გუშინ პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები ბრუნდება – გუშინ პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა

Published on

პარიზსა და საფრანგეთის კიდევ რვა ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამასთან საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.

მოსახლეობა სახლებში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე უნდა დარჩეს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეს ზომები კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია. მხოლოდ 14 ოქტომბერს ქვეყანაში 22 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენდანტის საათი ძალაში 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება და სულ მცირე ოთხი კვირა გაგრძელდება.

როგორც BBC წერს, კორონავრუსის შემთხვევების ზრდის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ ბრუნდება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კაფეები და რესტორნები საღამოს ათი საათიდან დაიხურება. კატალონიაში ბარ-რესტრონები 15 დღით აღარ იმუშავებენ. ჩეხეთში სკოლები და ბარები დახურეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....