მთავარისიახლეებიპოლიტიკადებატები შედგება, თუმცა მამუკა მდინარაძესთან - თურმე გიორგი გახარიას ამისთვის დრო "ფიზიკურად...

დებატები შედგება, თუმცა მამუკა მდინარაძესთან – თურმე გიორგი გახარიას ამისთვის დრო “ფიზიკურად არა აქვს”

Published on

დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,სტრატეგია აღმაშენებლისა” და ,,ქართული ოცნების” ლიდერებს შორის დებატები გაიმართება.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძემ და ,,ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დებატებში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მოიწვიეს, თუმცა ამ უკანასკნელის ნაცვლად დებატებზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა,რომ დებატები შედგება, თუმცა მას ამისთვის დრო “ფიზიკურად არა აქვს”.

გუშინ გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა ,,თხოვნით”, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დებატებზე გაუშვას.

“ბატონო ბიძინა, მთელი საქართველო ელოდება 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებს სტრატეგია აღმაშენებელსა და ქართულ ოცნებას შორის. 

ბატონი გახარია თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნებიდან ამ მნიშვნელოვან დებატებზე, არადა, ხალხი ელოდება პრემიერმინისტრობის კანდიდატებიდან მოისმინოს პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, ხალხი ელოდება პასუხებს, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ინ ჩიხიდან, რომელშიც ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ შეიყვანა.

ამიტომაც, მოგმართავთ თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილებების მიმღებ პირს – ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე!” – წერია ვაშაძის განცხადებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა  მისი არ ისმინა

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...