მთავარისიახლეებისაზოგადოებაზეწოლა მეწარმეებზე - თბილისში სამ სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა

ზეწოლა მეწარმეებზე – თბილისში სამ სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა

Published on

სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიაში ფინანსური დოკუმენტების ამოსაღებად გენერალური პროკურატურა სპეციალური დანიშნულების რაზმით მივიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნიღბიან წარმომადგენლებს კომპანია “ბროლის” ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული, შესასვლელი კარი კი – ხელბორკილებით დაკეტილი ჰქონდა.

პროკურატურის გამომძიებლის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი მათ ამოღებული დოკუმენტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის დასჭირდათ. საქმე კი, რომლის გამოც ისინი წარმოშობით ირანელი ბიზნესმენის კომპანიაში შევიდნენ, ფულის გათეთრების ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება. 

კომპანია “ბროლში” სამართალდამცავების შესვლის ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ. როგორც გაირკვა, სამშენებლო მასალების იმპორტიორი არჩევნებზე ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ეხმარება. ევროატლანტიკური ვექტორის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მსგავსი ფორმით ყველა იმ მეწარმეს სჯის, ვისაც ქართული ოცნების სალაროში თანხა არ შეაქვს. 

კომპანია “ბროლის” გარდა, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, დღეს კიდევ რამდენიმე კომპანიაში იყო შესული. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურიდან ფინანსური დოკუმენტები და ნაღდი ფული ამოიღეს.

არც ერთ კომპანიაში, სადაც პროკურატურამ დღეს ჩხრეკა ჩაატარა, არავინ დაუკავებიათ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მხოლოდ დოკუმენტების ამოსაღებად სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. ასევე, უცნობია, რა კავშირი აქვთ ამ კომპანიებს ერთმანეთთან და რაში გამოიხატება მათი მონაწილეობა ფულის გათეთრების ტრანსნაციონალურ დანაშაულში. ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო ორგანოს დღეს არ გაუცია.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...