მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუკი მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, უნდა მოჰკითხოთ, ვინც ეს გააკეთა''...

,,თუკი მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, უნდა მოჰკითხოთ, ვინც ეს გააკეთა” -ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი

Published on

თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ,- ასე პასუხობს დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტების მოერ დასმულ შეკითხვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი.

მისი თქმით, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება და არა დაკავებული ორი პირის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას დონემდე.

„მე არ ვიცი, რატომ, რისთვის დააკავეს. ვინც დააკავა, ალბათ იმან იცის და იმას უნდა ჰკითხოთ. მე რა კითხვები უნდა მქონდეს?! მითხარით, რა ბრალი წაუყენეს?! რა მძიმე ბრალდება, კაცის მკვლელობა?! მაშინ, მე მაქვს კითხვა, ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ?! ამაში მთავრობა არ მონაწილეობდა?! მთავრობის გარეშე შესაძლებელია ასეთი რუკა ოფიციალური გამხდარიყო?! ამიტომ, ამას უფრო ღრმად უნდა განხილვა და არა, ამ ორი ადამიანის დონეზე.

თუ ლოგიკურად ვიაზროვნებთ, სახელმწიფო სტრუქტურასთან შეთანხმების გარეშე, რა რუკაც არ უნდა შევადგინო, მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ გარეჯთან მიმართებით პოლიტიკურ პროცესებსა და 2020 წლის არჩევნებთან კავშირს ვერ ხედავს.

„როცა გახდა ცნობილი, მაშინ გაცხადდა და არჩევნებთან რა კავშირია, არ ვიცი“, – განაცხადა მეუფემ.

სიახლეები

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...

გერმანია ევროკავშირს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას სთავაზობს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოდის ინიციატივით, უკრაინას მიენიჭოს „ასოცირებული წევრის“ სტატუსი ევროკავშირის ინსტიტუტებში, როგორც...

ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა,...

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე...