მთავარისიახლეებისაზოგადოებამამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

Published on

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ხვალ მსჯავრდებულს გამოკვლევებისთვის “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა ოჯახი მამალაძის “ნიუ ჰოსპიტალში” ტრანსპორტირებას ითხოვს.

“ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს “ნიუ-ჰოსპიტალში” გადმოყვანა და იქ მოხდეს ამ კვლევის კვლევების ჩატარება. რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილება დარჩება, თუ არა ჩემი ძმა სამოქალაქო საავდმყოფოში. ციხის ადმინისტრაციის ექიმები კატეგორიულად ამბობენ, რომ ჩემი ძმა ვერ განიკურნება ციხის საავადმყოფოში რადგანაც ელემენტარული რესურსი, რომ ამ დაწესებულებაში მოხდეს ამ დაავადების განკურნება,” – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

მსჯავრდებულიის უფლებადამცველები და ოჯახი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვენ, თუმცა, ბოლო ორმა პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. დეკანოზ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წელს მიესაჯა. ის პატრიარქის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...