მთავარისიახლეებისაზოგადოებაThe Guardian: კორონავირუსი ზედაპირზე 28 დღის განმავლობაში რჩება

The Guardian: კორონავირუსი ზედაპირზე 28 დღის განმავლობაში რჩება

Published on

ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი 28 დღე რჩება სხვადასხვა ზედაპირზე – მობილური ტელეფონის ეკრანზე, რკინაზე, ქაღალდის ფულზე და ა.შ. კვლევის შედეგებს ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

კვლევის ავტორი ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოა. მკვლევრებმა, ზედაპირზე ვირუსის სიცოცხლისუნარიოანობის დღეების გარდა, დაადგინეს, რომ COVID-19-ის გამომწვევი Sars-CoV-2 შედარებით დიდხანს ძლებს დაბალ ტემპერატურაზე.

დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ კორონავირუსი საკმაოდ მდგრადია. მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ დაინფიცირების შემთხვევების 90% გამოწვეულია კოვდდადასტურებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით. განსაკუთრებით, თუ მან დააცემინა ან დაახველა სხვა პირთან კონტაქტისას. მხოლოდ დარჩენილი 10%-ის ინფიცირების წყარო ხდება ზედაპირზე მოხვედრილი ვირუსი, – ამბობს ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს მკვლევარი.

მედიკოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის კვლევა მათ დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ ვირუსის გავრცელება და შეებრძოლონ მას. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემები თანხმდებიან, რომ სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა COVID-19-თან გასამკლავებლად ამჟამად ერთადერთი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ეფექტური იარაღია.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...