მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით'' - საია წინასაარჩევნო პერიოდის სუალედურ აბგარიშს აქვეყნებს

,,სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით” – საია წინასაარჩევნო პერიოდის სუალედურ აბგარიშს აქვეყნებს

Published on

ამომრჩევლების მოსყიდვა, ძალადობა და მუქარა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშს და გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.შუალედურ ანგარიშში საუბარია მხოლოდ სექტემბრის თვეზე.

საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

  • – სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
  • – ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
  • – მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
  • – პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.

ორგანიზაციის შეფასებით, სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია – აცხადებენ საიაში

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...