,,ქალაქი ჯვარი. ისტორია, კულტურა, ადამიანები ”

0
699

გამოვიდა წიგნი ,,ქალაქი ჯვარი. ისტორია, კულტურა, ადამიანები ”

წიგნის ავტორია იოსებ ( დემურ) უბილავა; თანაავტორები – მზია ქარდავა, ბორის შენგელაია, ბადრი არქანია

წიგნი გამოვიდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გონნელი არახამიას რედაქტორობით. გთავაზობთ წინასიტყვაობას ( მცირეშემოკლებით), რომელსაც რედაქტორი ურთავს გამოცემას.

,,წიგნი, რომელიც მკითხველს უთუოდ დააინტერესებს, ერთი კონკრეტული ჟანრის ფარგლებში ვერ თავსდება. მასში შეზავებულია მხარეთმცოდნეობა თავისი ისტორიული და გეოგრაფიული ასექტებით, ჟურნალისტური ნარკვევებისათვის ჩვეული პათოსი, პოეტური მუზის ნაჟური, დოკუმენტალისტიკისთვის დამახასიათებელი ფაქტობრივი მასალის სიუხვე, ერთი სიტყვით, აქ მეტ-ნაკლებად ყველაფერია, რაც ქ. ჯვარის ახლო წარსულსა და დღევანდელობას გარკვეული სისრულით წარმოადგენს. უფრო ზუსტად, მისმა ავტორებმა წარმოგვიდგინეს ქ. ჯვარის წარსულისა დადღევანდელობის ამსახველი ნიშანდობლივი შტრიხები, რომლებსაც სახელდახელოდ მოუყარეს თავი და თვალწინ გადაუშალეს მშობლიური ქალაქის ისტორიითა დ ათანამედროვეობით დაინტერესებულ ცნობისმოყვარეებს.

წიგნის ხიბლი ისაა, რომ მისი შემდგენელები არ არიან მკვლევარები, მაგრამ თითოეული სტრიქონი საქმის ცოდნით, სამეცნიერო ლიტერატურაში დაგროვილი შედეგების გათვალისწინებითა და სამაგალითო ზომიერებით არის დაწერილი.

და მაინც, წიგნის მთავარი ღირსება თვალნათლივ იკვეთება მისი შემქმნელების, ქ . ჯვარის მკვიდრების იოსებ დემურ) უბილავას, მზია ქარდავას, ნესტან ჩხაპელიას, ბორის შენგელაიას, თამარ ციმინტიას, ნუკრი გაბედავას, თემურ ( ბაკო) ცხვედაძის, დიმა კვარაცხელიას და მხატვარ თენგიზ ჭანიას ემოციურ დამოკიდებულებაში ადგილის დედის, ანუ როგორც რევაზ ინანიშვილი იტყოდა, მშობლიური ,,წყალ-ჭაალის” მიმართ

წიგნი მკითხველისკენ გზას წარმატებით გაიკვალავს. ავტორებს არა აქვთ პრეტენზია, რომ ამოწურეს ქ. ჯვარის შესწავლა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სრულყოფილი ისტორიის დაწერა მომავლის საქმეა და ეს წიგნი ერთ აგურად შეეწევა ამ დიდ საქმეს” – წერს გონერი არახამია

წინა სტატიაენმ- ძალა ერთობაშია გადამწყვეტი შეხვედრებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიამარტვილის ტაძარში შესაწირი ყუთი გატეხეს და ფული წაიღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური