მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობა პირბადეების ტარების რეგულაციებს ამკაცრებს

მთავრობა პირბადეების ტარების რეგულაციებს ამკაცრებს

Published on

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, თუმცა როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე დედაქალაქში ეს საჭიროება არ არის.https://www.facebook.com/v3.0/plugins/quote.php?app_id=2951573271566204&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df36c980a0129638%26domain%3Dformulanews.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fformulanews.ge%252Ffae83a1fc8a9c4%26relation%3Dparent.parent&container_width=1349&href=https%3A%2F%2Fformulanews.ge%2FNews%2F37918&locale=ka_GE&sdk=joey

ასევე, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებად პირბადეების ტარების საკითხი რჩება და ამ მხრივ ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება.

​”პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება და ამ მიმართულებით ჩვენ ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება, ტრანსპორტის შეზღუდვას, ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების”, – თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს, 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 178 თბილისში დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...