მთავარისიახლეებიპოლიტიკაივერი მელაშვილის შვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას

ივერი მელაშვილის შვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას

Published on

გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის შვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მელაშვილი პატიმრობაში დატოვა არ ეთანხმება და თვლის, რომ მამისთვის წაყენებული ბრალდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ

“სანამ მამაჩემს დაიჭერდნენ, რამდენიმე დღით ადრე ვშიშობდი, რომ შესაძლოა მასთან სახლში მისულიყვნენ, როცა ის იქ არ იქნებოდა და რაღაცები ჩაედოთ. როგორც ჩანს ეს საჭირო აღარ გახდა და სამწუხაროდ ჩემი ვარაუდი გამართლდა. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას, იმიტომ რომ ამდენი ხანი ადამიანი ერთ ადგილზე მუშაობდეს და მისმა სამსახურმა არაფერი არ იცოდეს, რაღაც საქმეების შესახებ, რომელსაც ის მის სამსახურში აკეთებდა. გამოდის, რომ ამ ბრალდებით სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ მომუშავე პერსონალს. მას ასეთი რამ არ გაუკეთებია და ამის გამო ვართ აქ ჩვენ შეკრებილები”- ამბობს ზურა მელაშვილი.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...