მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მსვლელობას გეგმავს

“ევროპული საქართველო” 17 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მსვლელობას გეგმავს

Published on

“ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მსვლელობას გეგმავს. ამ ფორმით ოპოზიციური პარტია ოპონენტებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებს. სერგი კაპანაძის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობა 17 ოქტომბერს მოეწყობა. კაპანაძის თქმით, აქცია ყველა წესის დაცვით ჩატარდება, საუბარია პირბადეებზე და დისტანციაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს  გვიან ღამით, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს სცემეს, თუმცა მოგვიანებით, გარდაბნის პოლიციიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, რომელიც მანამდე “ოცნების” აქტივისტებს ადანაშაულებდა, ფაქტი უარყო და თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ოქთაი სკანდაროვი დააშინეს და დააჯანტაჟეს.

ოპოზიციის წარმომადგენელს დაესხნენ თავს თბილისშიც. ბახტრიონის ქუჩაზე ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი ლევან ქართველიშვილი სცემეს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...