მთავარისიახლეებისაზოგადოებადარჩით სახლში - ამირან გამყრელიძე

დარჩით სახლში – ამირან გამყრელიძე

Published on

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში. 

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რეკომენდაციაა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს. 

“საჯარო და კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭირო ოფისში მისვლა, დისტანციურად შეიძლება მუშაობა, ანუ მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და ასევე ის მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე, კვლავ ძალაში უნდა იყოს, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ხანდაზმულებს, ამიტომ მოწოდებაა, რომ დარჩით სახლში, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...