საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
390

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 11 271;
გამოჯანმრთელებულია – 6 119;
მათ შორის გარდაცვლილია – 78;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 971;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

წინა სტატიაირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა [Video]
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 6-ის წყარო უცნობია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური